Translate

ისტორია

 როგორც საქარღველოს საისტორიო ცენტრალური მასალების შესწავლით ირკვევა, ქ.ტფილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების საზოგადოების შექმნის საკითხი წამოიჭრა ევროპის დიდ ქალაქებში 1882 წლიდან მსგავსი სამედიცინო დაწესებულებებიტ დაარსების შემდგომ.
 აღნიშნული თემა წარედგინა კავკასიაში მისი საიმპერატორო უდიდებულესობის ნაცვალს გრაფ ვორონცოვს ფიშერისა და ვაწაძის
მიერ.
 მოწონებულ იქნა რა აღნიშნული საკითხი, 1909 წლის 20 იანვარს შეიქმნა " ქ. ტბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორგანიზაციის დროებიტი კომიტეტი" გრაფინია ვორონცოვა- დაშკოვას თაოსნობით, რომელსაც უნდა შეემუშავებინა " ქ. ტფილისის სასწრაფო დახმარების" ორგანიზაციული საკითხები მისი შემდგომი განვითარებისათვის.
 მოწვეულ პირველ გაერთიანებულ სხდომაზე 1909 წლის 9 თბერვალს, არჩეულ იქნა 8 მუდმივი წევრი ჩინისა, ასაკისა და განსაკუთრებული დამსახურებების გატვალისწინებით და 8  არამუდმივი წევრი.
 დღის წესრიგში დაისვა შესაბამისი ხარჯთაღრიცხვი წარმოებისა და რაც მთავარია დაფინანსების საკითხი. გამომდინარე " ქ. ტფილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის " შექმნისთვის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენიდან რომელმაც შეადგინა იმ დროისათვის საკმაოდ სოლიდური თანხა, კერძოდ დაახლოებით 24285 მანეთი , სადაც გატვალისწინებული იყო ყოველი წვრილმანიც კი მორიგე ექიმის ანაზღაურებიდან ( თითო მორიგე ექმიზე 1200 მანეთი გაიცემოდა და მორიგეობდა 4) დაწყებული ცხენების და ეტლების ჭედვით და ეთლების სარემონტო სამუშაოებით დამტავრებული, ასეე პერსონალის კვების გათვალისწინებით.
 ფინანსური  საკითხების მოსაგვარებლად 1914 წლის 20 მარტს მოწვეულ იქნა თბილისის გუბერნიის სხდომა , სადაც მოისმინეს და დაადგინეს , რომ ქ. ტფილისის მოსახელობისთვის მზარდი მოთხოვნილებების შესაბამისად საჭირო გახდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ქსელის გაფართოება, რაც შსაბამისად ზრდიდა ხარჯებს; ყველა ზემოთხსენებულის უზრუნველყოპისათვის დადგინდა, რომ სალარო სჰესაძლებელი იყო შევსებულიყო შემოწირულობებით როგორც კერძო პირებიდან , ასევე სხვადასხვა ორგანიზაციებიდან.

No comments:

Post a Comment